Home » მთავარი » გოგოლაშვილის ადვოკატი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს

გოგოლაშვილის ადვოკატი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში გუშინ მომხდარ ინციდენტზე

იხ.

წნორში „ამხილე მაჟორიტარების“ ფარგლებში აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ადვოკატი ივანე ნორაკიძე, საკრებულოს დეპუტატ ილია ბაიდოშვილისა და მისი თანხმლები პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
-“წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და ველოდებით, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ილია ბაიდოშვილისა და მისი თანმხლები პირების მიმართ. გუშინ მომხდარი ფაქტი არის დევნა, ძალადობითა და პოლიტიკურ ნიადაგზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავდროულად, პოლიციისგან გოგოლაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ვითხოვთ,”- განაცხადა ნინო გოგოლაშვილის ადვოკატმა.

ნინო გოგოლაშვილი, მომხდარ ინციდენტზე, სიღნაღის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დღეს იმყოფებოდა.

Facebook Comments
x

Check Also

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს

,,ლელო საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა გელაშვილი იქნება. ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი- ...