Home » მთავარი » ირაკლი ბერაია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს

ირაკლი ბერაია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

ირაკლი ბერაიას დამთავრებული აქვს საქართველოს დიპლომატიური აკადემია, ასევე, სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში,  სადაც დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული. ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაში, 2012-2015 წლებში იყო შსს-ს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს პარლამენტის წევრი არის 2016 წლიდან. არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...