Home » მთავარი » შეეშინდა ხელისუფლებას! მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ყოველთვის ყველგან!

შეეშინდა ხელისუფლებას! მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ყოველთვის ყველგან!

ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას დაპირების შესრულებამდე აპირებს და ხვალინდელი პლენარული სხდომის პიკეტირებას ისევ გეგმავს. ოპოზიციის განცხადებით, მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დასახელდება, მანამდე კი არ შეწყდება სხვა აქტივობები, მათ შორის პიკეტირებები, “ბოქლომების აქციები” და პროტესტი ადმინისტრაციულ შენობებთან.

“იცით, რომ შეეშინდა ხელისუფლებას და გადადო პარლამენტის პლენარული სხდომა, ხვალ აპირებენ სხდომის ჩატარებას და შესაბამისად ჩვენც ვაპირებთ პიკეტირების ჩატარებას, იმიტომ, რომ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ყოველთვის ყველგან, მანამ სანამ იმ დაპირებას არ შეასრულებენ, რომელიც ხალხს მისცეს,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...