Home » მთავარი » ყოფილი პარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ყოფილი პარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ყოფილი პარლამენტარები სახელმწიფოსგან დანიშნული კომპენსაციის ოდენობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე “ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

საქმე იმაშია, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც, განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან მოიყვანოს შესაბამისობაში უკვე დანიშნული კომპენსაციები.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით. თუმცა, 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია შეუმცირდათ 190 ლარით და გაუტოლდა 560 ლარს. მოსარჩელეებს მიაჩნით, რომ აღნიშნული სარგებელი დაცული იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შედეგად, სადავო ნორმები, რომლებზე დაყდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

 

Facebook Comments
x

Check Also

კუხიანიძის შემდეგ რცხილაძე – “ახლა ნამეტანი ტვინი წაიღეს “ვაჟა ექიმოთი”

ქართული ოცნების დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის შემდეგ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ამჟამად გულბაათ რცხილაძე დაესხა თავს. -ახლა ...