Home » მთავარი » ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან (ვიდეო)

დილიდან ხმაურია პარლამენტთან. ოპოზიციის და “სირცხვილიას” წარმომადგენლები დეპუტატებს სირცხვილის კოლიდორს უწყობენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძეს განცხადებით, პოლიციას პარლამენტთან არავინ დაუკავებია.

სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ადგილიდან 3 ადამიანი განარიდეს.

“ამ შემთხვევაში აღნიშნული პირები გაარიდა პოლიციამ, რომლებიც ახდენდნენ პროვოკაციას და  პარლამენტის ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და პარლამენტის წევრებს, აქვთ უფლება გადაადგილდნენ და შევიდნენ პარლამენტში.  პარლამენტი იმიტომ არის შემოღობილი, რომ არ მოხდეს მისი ბლოკირება,” – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

პოლიციელებმა presa.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს.

აღნიშნულს წინ კაპანაძესა და სამართალდამცველებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში შესვლა გართულებულია და აკრედიტებულ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანომდე მისასვლელად სამართალდამცველების რამდენიმე კორდონის გავლა და აკრედიტაციის რამდენჯერმე წარდგენა უწევთ.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...