Home » მთავარი » 2019 წლის სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა უბედურ შემთხვევაასთან დაკავშირებით!

2019 წლის სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა უბედურ შემთხვევაასთან დაკავშირებით!

მარიამ ახალკაცი

2019 წლის სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა უბედურ შემთხვევაასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი ამ სტატიაში მინდა ავარიას შევეხო. 2017-2018 წლებთან შედარებით 2019 წელს ეს სტატისტიკა სამჯერ გაიზარდა და უამრავი შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. ისმის კითხვა ვინ არის დამნაშავე? მძღოლი ? ქვეითი ? ხომ არ ღირს შეცვლა კანონის რომ უფრო მეტად გამკაცრდეს მართვის მოწმობის აღება , დამერწმუნებით იმაში რომ მანქანის მართვა რომ ვისწავლოთ მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული გაკვეთილით არ უნდა შემოვიფარგლოთ რომელიც მხოლოდ გამოცდისთვის გვჭირდება და რეალურად საერთოდ არ ვიცით მანქანის მართვა სწორედ ეს იწვევს იმ სავალალო შედეგებს რომელიც დღესდღეობით გვხვდება .2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4759-მდე გაიზარდა. მათ შორის, სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 117-დან 133-მდეა გაზრდილი. 2019 წელს კი სამჯერ გაიზარდა ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს.

სტატისტიკა გარკვეულ სიგნალს გვაძლევს, მეტად თანმიმდევრულად მივყვეთ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას დედაქალაქის გზებზე. ამისთვის უნდა გამოვიკვლიოთ თითოეული შემთხვევა. ვიცით, რომ მაღალი სიჩქარის ლიმიტები გვაქვს ქვეყნის მასშტაბით, 60 კმ/სთ საშუალო სიჩქარე დედაქალაქში საკმაოდ მაღალია , მაშინ როცა ასევე დამატებით 15 კმ/სთ-ის საშუალებას გვაძლევს კანონმდებლობა. თუ 75 კმ/სთ-ით ეს არის საკმაოდ მაღალი ქალაქისთვის. შავი წერტილები , რომელთა გაკონტროლება არის მეტად მნიშვნელოვანი, ამის შესწავლა უნდა მოხდეს. გუშინ თავად ვიყავი მანქანების ,,სასაფლაოზე” მანქანების რაოდენობა ძალიან ბევრია თუმცა ყველა დამტვრეულ მანქანას თავის ისტორია აქვს. რამდენიმე მანქანაში პატარა ბავშვის სათამაშოც კი აღმოვაჩინე, თუმცა ახლოდან დათვალიერების უფლება ყველას არ აქვს, შესაბამისად აქ დავურთავ ფოტოებს და თავად ნახეთ. ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის თხოვნაა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, არ დავსხდეთ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან და ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი მხოლოდ საჭეზე.

Facebook Comments
x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...