Home » მთავარი » “დაიძრა ყინული…”

“დაიძრა ყინული…”

“დაიძრა ყინული… მივიღეთ ინფორმაცია რომ რეაგირება დაიწყო და მალე მოგვაწვდიან მეტ ინფორმაციას!” –  ეკა ბესელია დე ფაქტოს ხელისუფლებაზე კომენტარს წერს
-რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვა მოხსნა ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე, რომელსაც ბიბილოვი ხელმძღვანელობდა:
„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაზდახანის პუნქტიდან საქართველოში გამგზავრების ნება დართოს ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებიც შეყვანილნი არიან მთავრობის 119-ე დადგენილებაში, არ აქვთ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“.
Facebook Comments
x

Check Also

კუხიანიძის შემდეგ რცხილაძე – “ახლა ნამეტანი ტვინი წაიღეს “ვაჟა ექიმოთი”

ქართული ოცნების დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის შემდეგ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ამჟამად გულბაათ რცხილაძე დაესხა თავს. -ახლა ...