Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ბაზების მონახულება დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ბაზების მონახულება დაიწყო

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

 
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღესვე, სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა თოკზე დაშვების, ხევის გადალახვის და კლდიდან დაშვების უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს.
 
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PFP) მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა და ერთადერთი ცენტრია რეგიონში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სამთო მომზადებას სთავაზობს.
Facebook Comments
x

Check Also

კუხიანიძის შემდეგ რცხილაძე – “ახლა ნამეტანი ტვინი წაიღეს “ვაჟა ექიმოთი”

ქართული ოცნების დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის შემდეგ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ამჟამად გულბაათ რცხილაძე დაესხა თავს. -ახლა ...