Home » მთავარი » ქობულეთის მერიის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული

ქობულეთის მერიის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული

ქობულეთის მერიის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. საქმე იმაშია, რომ ინციდენტი მოხდა ქობულეთის მერიაში. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მის კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ.

საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ბონდო თედორაძის თქმით, ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ აპირებდა შეკრებას, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ მისცეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...