Home » მთავარი » “ბურჯანაძე გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ…”

“ბურჯანაძე გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ…”

თბილისის მერი ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტ გამოეხმაურა და ხუმრობით განაცხადა, რომ ბურჯანაძე, რომელიც იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრე პოლიტიკოსები არიან, მოსკოვში სწორედ “გერმანული მოდელის” ჩამოსატანადაა წასული:

“გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ… ჩემზე კომპეტენტურმა და ვინც პროფესიონალია ამ საქმეში ქონდათ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან სადაც ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ დაანახეს მათ რომ გერმანული მოდელის მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით,  პროფესიონალმა ადამიანებმა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობა უკვე დაამტკიცეს.

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...