Home » მთავარი » “თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ…”

“თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ…”

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის განვითარებაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს. ამის შესახებ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრაზე მოილაპარაკებს. ჯგუფი 3 დღეში უნდა დაკომპლექტდეს. მასში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები, ასევე კლინიკების წარმომადგენლები შევლენ. ისინი რეფორმის გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებდნენ.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

„ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი…”

დავოსში საქაქრთველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს ...