Home » მთავარი » “არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს და ახლა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან, აცხადებენ, რომ ხალხის ხმა იქნება მთავარი ბერკეტი, რის საფუძველზეც შეძლებენ თანაგუნდელების გადარწმუნებას.

დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები საპროცედურო კომიტეტისგან ​შესაბამისი ბლანკების მიღებას ელოდებიან, რათა ინიციატივის დასარეგისტრირებლად მოსახლეობის ხელმოწერები შეაგროვონ.

“არ ვუპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს, არ ვუპირისპირდები საკუთარ გუნდს, მაგრამ საკუთარი გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ვერ ითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, მოვუწოდებ, აიღონ ეს პასუხისმგებლობა და გამოასწორონ საკუთარი შეცდომა. უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები, რომ უმრავლესობა ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ასევე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა.

ყაველაშვილი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა

 

Facebook Comments
x

Check Also

სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და ...