Home » მთავარი » ზემო ალვანში მცხოვრები ბავშვები ნაძვის ხის შესაძენად აგროვებენ თანხას

ზემო ალვანში მცხოვრები ბავშვები ნაძვის ხის შესაძენად აგროვებენ თანხას

მარიამ ახალკაცი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ზემო ალვანში მცხოვრები ბავშვები ნაძვის ხის შესაძენად აგროვებენ თანხასზემო ალვანში მცხოვრები ბავშვები ნაძვის ხის შესაძენად აგროვებენ თანხას. მათი მიზანია 2850 ლარის სრულად შეგროვება მერიამ კი მხოლოდ 1000 ლარი გამოყო მათთვის,  შესაბამისად თანხა საკმარისი არ არის ამიტომ მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს მიმართვა :

მოგესალმებით ,ნაძვის ხის დადგმის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან ცოტა რაოდენობის ახალგაზრდებით ჩაიარა სამწუხაროდ, ვეცდები ამომწურავად მოგაწოდოთ ინფორმაცია რომელიც იყო განხილვის თემა ამ შეხვედრაზე.

ნაძვის ხის შესაძენად რომელიც არის 4 მეტრის სიმაღლის (ფოტოს მოწოდებისთანავე დავურთავ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო მხოლოდ 1000 ლარი, რაც არ არის საკმარისი მის შესაძენად, ნაძვისხის ფასი არის 2850 ლარი , რომელსაც მოჰყვება როგორც სათამაშოები ასევე განათება , მოწოდება ადგილზე და დამონტაჟება. ვინაიდან არ გვყოდნის მერიის მიერ გამოყოფილი თანხა , გვესაჭიროება სოფლის თანადგომა. ვისაც რამდენის საშუალება გაქვთ , ვისაც გაქვთ სურვილი რომ ამ საშვილიშვილო საქმეში მიიღოთ მონაწილეობა დავდებთ ანგარიშის ნომერს სადაც შეგეძლებათ ჩარიცხოთ თანხა..

ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ.

თვალსაჩინოებისათვის ყოველთვის ვეცდებით საქმის კურსში ჩაგაყენოთ და მოვლენების განვითარებაც ყოველთვის გავასაჯაროვოთ

08001033889 ამ პირადი ნომერით შეძლებთ თანხის ჩარიცხვას, მიმღები ირაკლი ცისკარიშვილი , გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ნაძვის ხის თანხა, რომ რაიმე სახის გაურკვევლობას არ ჰქონდეს ადგილი..
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მე  დავუკავშირდი  ალვანში  მცხოვრებ ერთ- ერთ ორგანიზატორს მაგდა მეოტიშვილს. უცვლელად გთავაზობთ მის კომენტარს

მაშინ როდესაც გადაწყდა რომ ჩვენი სოფლისთვის ყოველი ახალი წელი განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო გადავწყვიტეთ რესურსების მოძიება რომ გვეყიდა ახალი და ლამაზი ნაძვის ხე, რომელიც რათქმაუნდა საშვილიშვილოდ იქნება ალვანში და ყოველ ახალ წელს დაამშვენებს ჩვენს სოფელს.. დავიწყეთ რესურსების მოძიება , მაგრამ ახმეტის მერია მხოლოდ 1000 ლარით გვეხმა რება, ნაძვის ხის ღირებულება არის 2850 ლარი , რომელიც სამწუხაროდ სრულად არ გვაქვს.
ახალგაზრდებმა გაითავისეს ის რომ საკუთარი სოფლისთვის თვითონ უნდა გაერთიანდნენ და ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენით მათგან.
მათი ბედნიერი სახეების დანახვა ყველაფრად ღირდა ბავშვების  ძალამ და მონდომებამ უფრო დიდი ხალისი მოგვცა
ეს ნაძვის ხე იქნება  ალვანისთვის და ის თაობებს გადაეცემა !

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...