Home » მთავარი » მმართველ გუნდში ყველა შემოთავაზებულ ვერსიას განიხილავენ

მმართველ გუნდში ყველა შემოთავაზებულ ვერსიას განიხილავენ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ყველა შემოთავაზებულ ვერსიას განიხილავენ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ დიპლომატებმა “გერმანული მოდელის” მაჟორიტარული ნაწილის განხილვა დამოუკიდებლად შესთავაზეს, რის შესახებაც გუნდში იმსჯელებენ.

“ზოგადად, გვექნება გუნდში მსჯელობა ყველა ვერსიასთან დაკავშირებით და, მათ შორის, გუშინ შემოთავაზებულ ვარიანტთანაც დაკავშირებით. ვნახოთ, ამის მიხედვით საით წავა პროცესი. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი ვარიანტი გერმანული მოდელის ფარგლებში და გერმანული მოდელისგან დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანაში პანიკის საშიშროება არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ...