Home » მთავარი » „კრიზისი შეიქმნა უტიფარი განცხადებებით და არა მხოლოდ ხეპრული გამოსვლებით, არამედ ქმედებებითაც“

„კრიზისი შეიქმნა უტიფარი განცხადებებით და არა მხოლოდ ხეპრული გამოსვლებით, არამედ ქმედებებითაც“

თინა მარსაგიშვილი

„კრიზისი შეიქმნა უტიფარი განცხადებებით და არა მხოლოდ ხეპრული გამოსვლებით, არამედ ქმედებებითაც“- განაცხადა გია ვოლსკიმ „კრიზისი ნამდვილად არის პარტიათაშორის ურთიერთობაში, ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია და რომ არა ეს კრიზისი, ჩვენ ახლა არ გვექნებოდა სათუო საკითხი არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით“, – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ვოლსკი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უფრო აზიანებს ქვეყანას, ვიდრე „ფეიკ ნიუსები“ რომელსაც რუსეთი ავრცელებს. “დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის ჩვენი განცხადების საპასუხოდ არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას, სტაბილურობა საჭიროა ისეთი საგანგებო თემებისთვის, როგორიც არის სატრანზიტო გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპის რეგიონში, საგანგებო თემაა ჩვენი უსაფრთხოებისათვის და სტაბილურობისათვის და ამას გარედან ემატება დიდი, უშველებელი დოზით დეზინფორმაცია „ ფეიკ ინფორმეიშენს“ რასაც თვითონ გაჰყვირიან. რუსების რომელი „ფეიკ“ ინფორმაცია დაგვაზიანებს?! რა, არ ვიცით, რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ, თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ?! საშიში არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდებათ. 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე, არადა 20 ივნისს დაკავებული 19 პირიდან მხოლოდ 4-ს აქვს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ ერთს აქვს მისჯილი, რომელიც დაკავშირებული იყო ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების თემასთან. არასწორი ინფორმაციებია, რომლებიც ვრცელდება თუნდაც ჩვენზე, დეპუტატებზე, ვითარებაზე… კრიზისიაო ქვეყანაში, კრიზისი ნამდვილად არის პარტიათაშორის ურთიერთობაში, ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია და რომ არა ეს კრიზისი, ჩვენ ახლა არ გვექნებოდა სათუო საკითხი არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, კრიზისი შეიქმნა უტიფარი განცხადებებით და არა მხოლოდ ხეპრული გამოსვლებით, არამედ მოქმედებებითაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...