Home » მთავარი » რატომ მოკლეს მამუკა დარჩია რუსეთში? დეტალები ამ დრომდე უცნობია

რატომ მოკლეს მამუკა დარჩია რუსეთში? დეტალები ამ დრომდე უცნობია

მარიამ ახალკაცი

რატომ მოკლეს მამუკა დარჩია რუსეთში?

ამ ფაქტთან დაკავშირებით  ოჯახს ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს.

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს , მამუკა დარჩიას სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები თუმცა ზუსტი დეტალები ამ დრომდე ჩვენთვის უცნობი რჩება .

მომხდარზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიიღეს მამუკა დარჩიას ახლობებმა

ერთადერთი ვერსიით,  გუშინ საღამოს, მამუკა დარჩია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც წარსულთან დაკავშირებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება  ერთ-ერთ პირთან მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ ჩხუბის დროს მიაყენეს მას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა.

ამ ვერსიას გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ არის ცნობილი.

მამუკა დარჩიას ახლობლები “კურიერთან” არ აკონკრეტებენ, რას საქმიანობდა გარდაცვლილი მოსკოვში.

გარდაცვლილის ნათესავი თამაზ დარჩია აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დაპირისპირების მიზეზი არ იცის.

“კარგი ბავშვი იყო და არ ვიცი, რას საქმიანობდა. უბრალოდ ვიცი, რომ სწავლობდა იქ.” – განაცხადა თამაზ დარჩიამ.

ოზურგეთის მერის რწმუნებული ზურაბ დარჩია აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს ხვალ ჩამოასვენებენ.

“არაფერი არ ვიცით ჯერჯერობით. ხვალ უნდა ჩამოასვენონ და იქიდან გავიგებთ ყველაფერს, გაუგებარ ვითარებაშია მოკლული,” განაცხადა ზურაბ დარჩიამ.

ცნობილია, რომ  მამუკა დარჩია კონფლიქტის გამო  საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა.

Facebook Comments
x

Check Also

სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და ...