Home » მთავარი » ხელისუფლების მხარდამჭერმა აქტივისტებმა ,,სააკაშვილ-ბოკერიას” წინაარმდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს

ხელისუფლების მხარდამჭერმა აქტივისტებმა ,,სააკაშვილ-ბოკერიას” წინაარმდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს

მარიამ ახალკაცი

ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტებით დაკომპლექტებულმა მოძრაობა შევინარჩუნოთ სიცოცხლემ, რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელების თქმით ეს მოძრაობა შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, რუსთაველი არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ასევე მოძრაობის აქტივისტები იქ მისულ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ არ აყვნენ “მარგინალების პროვოკაციას”. გაშლილ კარავზე გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გააკრეს, აქტივისტ შალვა კუჭაშვილის თქმით, ეს ადამიანები არიან სიმბოლო “სისხლიანი რეჟიმის”.

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი…”

დავოსში საქაქრთველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს ...