Home » მთავარი » საოკუპაციო ძალებმა 7 დეკემბერს საქართველოს სამი მოქალაქო დააკავეს

საოკუპაციო ძალებმა 7 დეკემბერს საქართველოს სამი მოქალაქო დააკავეს

მარიამ ახალკაცი

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე, – ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

დაკავებულები იყვნენ სოფელ ბოჟამის მცხოვრები ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე და სამთავისელი მერაბ გამხიტაშვილი.

მათთან ერთად დაკავებული 14 წლის მოზარდი მაშინვე გაათავისუფლეს. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სამართალდამცველებმა ერგნეთიდან გორში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც მათი ახლობლები აცხადებენ, ისინი საოკუპაციო ხაზის მახლობელ ახმაჯის ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ, როცა დააკავეს. ზარიძესა და გამხიტაშვილებს უფლება მიეცათ, თავიანთ ოჯახებს დაკავშირებოდნენ და ეცნობებინათ, რომ ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. 9 დეკემბერს ზარიძეებმა 5000 რუბლი, ეგრეთ წოდებული ჯარიმა გადაიხადეს.

Facebook Comments
x

Check Also

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი…”

დავოსში საქაქრთველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს ...