Home » მთავარი » მოძრაობა #სირცხვილია ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

მოძრაობა #სირცხვილია ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

მარიამ ახალკაცი

მოძრაობა #სირცხვილია ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. გადაწყვეტილება 15-მა უნივერსიტეტმა მიიღო.

დაჯილდოება ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში შედგა. ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორებს შორის არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვები.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სეუ და სხვები.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება.

მოძრაობა #სირცხვილია 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის სპიკერის სკამში ჩასვეს.

Facebook Comments
x

Check Also

სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და ...