Home » მთავარი » ქვეყანას არა რუსული დეზინფორმაცია ,არამედ საქართველოდან გამავალი ყალბი ამბავი აზარალებს.
გია ვოლსკი

ქვეყანას არა რუსული დეზინფორმაცია ,არამედ საქართველოდან გამავალი ყალბი ამბავი აზარალებს.

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არა რუსული დეზინფორმაცია, არამედ საქართველოდან გამავალი “ფეიკ ინფორმეიშენ” [ყალბი ამბავი] აზარალებს.

გია ვოლსკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის ჩვენი განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდი დოზით, უშველებელი დოზით დეზინფორმაცია, “ფეიკ ინფორმეიშენ”, რასაც თვითონ გაყვირიან.

რომელი რუსების ფეიკ ინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით, რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ? ან თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ. საშიში არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან თუნდაც უცხოელებს მიეწოდება”, — განაცხადა მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ მმართველი გუნდი ესწრებოდა.

Facebook Comments
x

Check Also

სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და ...