Home » მთავარი » პიკეტირების მოლოდინი და ახალი კარავი პარლამენტის წინ

პიკეტირების მოლოდინი და ახალი კარავი პარლამენტის წინ

12 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. გუშინ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლემ”, რომელშიც მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან გაწევრიანებულები, კარავი დადგა.

“გადაარჩინე სიცოცხლეს” წარმომადგენლის თქმით, რუსთაველზე შეკრებილები ხშირად საუბრობენ საზოგადოების სახელით და ამბობენ, რომ ისინი უმრავლესობაში არიან: “ჩვენ ამ პერფორმანსით და ამ აქციით, რომელიც დიდ ხანს გაგრძელდება, ვეუბნებით მათ რომ ჩვენც საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. ჩვენი სათქმელი არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ბოროტი ძალა, მოქმედებს კონსტიტუციის მიღმა”, – განაცხადეს მოძრაობის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე.

https://www.facebook.com/groups/323216211618135/wp/971209476599705/

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...