Home » მთავარი » შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა

მარიამ ახალკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 3065 აბი “სუბუტექსი”, 302 გრამი “ჰეროინი”, 205 აბი და 14 კაფსულა “ტრამადოლი”, 327 კილო “კანაფი”, 13 კილოგრამი “მარიხუანა”, 16 კილოგრამი “კანაფის ფისი”, 7 კილოგრამი და 1150 აბი “კოდეინი”, 204 კაფსულა “მეტადონი” და 287 აბი “მდმა”.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...