Home » მთავარი » თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება (ვიდეო)

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“- ასე
გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის
კატეგორიულად მიუღებელია. „როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო,
რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს
გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც
გამოეხმაურა. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში
საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი
საუკეთესოა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...