Home » მთავარი » მამუკა მდინარაძის განცხადება

მამუკა მდინარაძის განცხადება

მარიამ ახალკაცი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტია.

“ეს ადამიანები მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგალითად ავღანეთში. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. შეიძლება, სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები”, — განაცხადა მდინარაძემ.

10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა  რომ “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი”. აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წევრები.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით , მთავარსარდლისაგან მსგავსი განცხადება მიუღებელია. პარლამენტარმა სოფო კილაძემ კი აღნიშნა , რომ ზურაბიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა, თუმცა “პრეზიდენტმა სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში გაზრდილი არაა”

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...