Home » მთავარი » ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძეა წარდგენილი

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძეა წარდგენილი

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა წარდგენილი.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა აკაკი ზოიძემ დატოვა.

ამის შესახებ დღეს  11 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. დიმიტრი ხუნდაძე ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის პირველი მოადგილე იყო. ხუნდაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. წამოსულ დეპუტატებს შორის არიან ქართული ოცნების აქტიური სახეები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, მარიამ ჯაში.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...