Home » მთავარი » ,,ირანული მთავარშარდალი”

,,ირანული მთავარშარდალი”

მარიამ ახალკაცი

ალეკო ელისაშვილის ,,სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა  პრეზიდენტის რეზიდენციასთან მართავს აქციას , პლაკატებზე კი  არის ასეთი წარწერა ,,ირანული მთავარშარდალი” მთავარსარდლის ასეთი ინტერპრეტაცია .

სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან ათონელის რეზიდენციასთან აქტივისტები აკეთებენ განცხადებას რომ გუშინდელი პრეზიდენტის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი , ასევე აქტივისტებს მოტანილი აქვთ გიორგი ანწუხელიძის ფოტო  და ისინი ამბობენ რომ სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყო ამ განცხადებით საქართველოს  ჯარი .

მთავარი პლაკატზე ასეთი წარწერაა: მთავარსარდალო ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე საჯაროდ .

აქ შეკრებილები ითხოვენ რომ სალომე ზურაბიშვილმა მოიხადოს ბოდიში, მათი მთავარი სათქმელი კი  არის ის რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი  განცხადება.

ლევან იოსელიანი კომენტარს აკეთებს: ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის რომ ქართული სახელმწიფო ყოველდღიურად ზიანდება იმ ქალის განცხადებებით, ამ ადამიანს უბრალოდ არ აქვს განცდა სად ცხოვრობს ამას თავისი მიზეზები აქვს , ის აქ არ დაბადებულა არ გაზრდილა არ იცის ეს ქვეყანა რა არის, მას არაფერი არ შეშლია როგორ შეიძლება ვერ გამოთქვა სწორად რომ არ გვეყოლება ჯარი? მან  შეგნებულად გააკეთა ასეთი განცხადება, სალომე ზურაბიშვილს აქვს მხოლოდ ერთი შანსი რომ ის არ შევიდეს საქართველოს მტრების სიაში – ამბობს ლევან იოსელიანი .

 

Facebook Comments
x

Check Also

ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანაში პანიკის საშიშროება არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ...