Home » მთავარი » “ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ  პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, ყველას შეუძლია თავისი შეფასება გააკეთოს.

კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ რეპუტაციას ვერ დააზიანებს.

„საქართველოს პრეზიდენტი არ არის „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი. ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის. შესაბამისად, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას. თუმცა რაღაციდან სხვა რაღაც არ უნდა შევქმნათ. როდესაც საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს. მოდით, ამ ყველაფრის დრამატიზებასაც ნუ გავაკეთებთ“

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...