Home » მედიცინა » გაიგეთ მეტი პრეპარატ კამელინზე!

გაიგეთ მეტი პრეპარატ კამელინზე!

“კამელინი“ – ის, რაც უნდა იცოდეთ
ექიმის რჩევები
ვაგრძელებთ „კამელინის“ გარშემო მკითხველის კითხვებზე პასუხების მიწოდებას. მკითხველის კითხვებზე პასუხს ფარმაცევტული კომპანია კამელინის ექიმი –კონსულტანტი–თამარ ცერვაძე გასცემს.
შესაძლებელია ვირუსების აცილება კამელინით?
-ვირუსებისგან თავის ასარიდებლად, უმნიშვნელოვანესია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება – რაც უპირველესად გულისხმობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. კამელინის კაფსულები გრიპოზული და სხვა ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკური და სამკურნალო უებარი საშუალებაა. პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გამომწვევ აგენტზე და ასევე, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას.მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს თან ახლავს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული წარმოშობის მრავალი სახის გართულება. ყველაზე ხშირია პნევმონია, რომელსაც იწვევს სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები, ასევე ვითარდება რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ოტიტი. ამ შემთხვევებში საუკეთესო შედეგი მიიღწევა “კამელინფლუსთან” (სპრეი) ერთად “კამელინ მ 2”-ის გამოყენებით. გაატარეთ ზამთარი ვირუსების გარეშე!
შეიძლება თუ არა კამელინის მოხმარება სხვა მედიკამენტებთან ერთად?
შესაძლებელია, კამელინი თავსებადია ყველა ძირითად მედიკამენტთან.
რამდენად რეკომენდებულია ,,კამელინის”  რომელიმე ფორმის მიღება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში?
-მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის ხუთივე ფორმა თაფლისგან არის დამზადებული, იგი არ შეიცავს ნახშირწყლებს (შაქრებს) და ვიტამინებს. ამიტომ პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებისთვის უსაფრთხოა.
შეიძლება თუ არა კამელინის გამოყენება ლორწოვანზე?
-რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგალითად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა პათოლოგიების დროს გამოიყენება კამელინფლუ. კამელინფლუს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აგრეთვე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოყენება პირის ღრუსა და ყელის ინფექციების, ფარინგიტის (ლარინგიტი, კატარალური ანგინა) ,სტომატიტის, წყლულოვანი გინგივიტის, როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული ტონზილიტის დროს.
ონკოლოგიური დაავადებების დროს, შეიძლება თუ არა ოპერაცია, ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ჩანაცვლებული იყოს კამელინით მკურნალობით?
-ონკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა ყველა საჭირო საშუალებით. მათთან შერწყმული კამელინით მკურნალობა კი აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს და ამცირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის გვერდით მოვლენებს.

როგორი შედეგი აქვს კამელინს სახსრების დაავადებების მკურნალობისას?

-ოსტეოართროზების დროს კამელინით მკურნალობამ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა, ვინაიდან იგი მდიდარია იმ ბუნებრივი ორგანული მჟავებით, რომლებიც აუცილებელია სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესისათვის შეიძლება თუ არა კამელინის მალამოს სახეზე წასმა? -შეიძლება და ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელიც არის. მაგალითად სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დამწვრობის შემთხვევაში, მათ შორის  დამწვრობის დროს. ის არამარტო აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს, არამედ აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ზრდის კანის ელასტიურობას შეიძლება თუ არა კამელინით ფრჩხილების სოკოვანი დაავადების მკურნალობა? შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია ეტიოტროპულ საშუალებებთან ერთად, უფრო სწრაფი და კარგი ეფექტის მისაღებად.

 იხმარება თუ არა ბავშვებში?

-იხმარება მალამო ,კაფსულები,  პირის ღრუს ინფექციების დროს- კამელინფლუ, დოზირების შესახებ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

რა უკუჩვენებები ახასიათებს კამელინს?

-აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კამელინს მრავალწლიანი კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევებისას არ გამოუვლენია არანაირი უკუჩვენება, იგი სრულიად ბუნებრივი პრეპარატია, არატოქსიური და ჰიპოალერგიული.

სად შეიძლება კამელინის შეძენა?

– ,კამელინის” შეძენა შეგიძლიათ საქართველოს  ნებისმიერ სააფთიაქო ქსელებში, ხოლო  აბაშიძის 5-ში (ვაკეში,მრგვალ ბაღთან),  აფთიაქ ,,ნეოფარმში” ექიმიც გაგიწევთ უფასო კონსულტაციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  599 23 03 33 ან 599 33 10 89

 ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა

 

Facebook Comments
x

Check Also

დღეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე იმსჯელებენ

დღეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე  იმსჯელებენ. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. დღევანდელი ...