Home » მთავარი » “რაც მეტ წარმატებას ვაღწევ, მით მეტად მადლიერი ვარ მისი…”

“რაც მეტ წარმატებას ვაღწევ, მით მეტად მადლიერი ვარ მისი…”

დავით ღვინიანიძე

მუსიკა ცხოვრების მთავარ ლაიტმოტივად გაიხადა , მისი ბგერები ჟღერადი იყო , სიმები – მისი მოსწავლეები.
რაც წლები გადის , მით მეტად ვხვდები , რომ გვერდით მყავდა ადამიანი რომელმაც შემქმნა , მუსიკალურ ჟღერადობაზე გამომწვრთნა და გზა გამიკვალა ! რაც მეტ წარმატებას ვაღწევ მით მეტად მადლიერი ვარ მისი – ჩემი უსაზღვროდ მონატრებული ენი არსენიძის .

წელს მის იუბილეს , მის და ჩემს ქალაქში აუცილებლად გრანდიოზულად ავღნიშნავ, ისე როგორც დიდი პედაგოგი იმსახურებს თავისი გავლილი გზით .
ტკივილნარევი , ბორკილებდადებული მაგრამ მაინც გამარჯვებული ენი არსენიძე თავად იყო მაღალი ავტორიტეტი , ის ყოველთვის ხმალამოღებული იბრძოდა მუსიკალური განათლების აღიარებისათვის და საქართველოსთვის.

დაბადადა ქ. ქუთაისში

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს(მუსიკათმცოდნეობა).

1967–2014წწ. იყო ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა), 2000–2010წწ. ამავე სასწავლებლის დირექტორი; დააარსა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი “ნაი–ნაი”, ასევე დააარსა ქ. ქუთაისის მუდმივმოქმედი შერეული გუნდი; იყო მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელი.

ღირსების ორდენოსანი , ქალაქის კოლორიტი , ქვეყნის გამორჩეული და მისაბაძი არამარტო მუსიკალურ , არამედ ცხოვრებისეულ ასპარეზზე .
დღემდე რჩება ჩემს აღმზრდელად და მისაბაძ ქალბატონად, ქუთაისის სასწავლებლის სულისჩამდგმელი ერის წინაშე ვალმოხდილია.

მე თავს ვალდებულად ვთვლი მის განვლილ გზას თავი დავუხარო მალე ვესტუმრო ჩვენს ქალაქს და მესხიშვილის თეატრში ჩემს მეგობრებთან ერთად პატივი მივაგო მის მოღვაწეობას და სახელს , ღვაწლმოსილი ქალბატონი გრანდიოზულ იუბილეს იმსახურებს პირადად ჩემგან , ეს მცირედია რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო ჯერ – ჯერობით .

ამ გახსენებას კი მისივე სიტყვებით დავასრულებ :
,,… ვისურვებდი , ჩაუქრობლად ეკაშკაშოს იმ ვარსკვლავს , ქართული თვითმყოფი სამუსიკო კულტურა რომ ჰქვია …” ენი არსენიძე .

შენი ვარსკვლავი კი მსოფლიო დონის ხელოვნება და ხელოვანებია , რომლებიც სიმებად ყოველთვის დაუკრავენ და გასახელებენ დიდ სცენაზე ჩემო ლამაზო ადამიანო.

ეს ჩემი მცირედი საჩუქარი შენ, ხსოვნის საღამოს

დაახლოებით 8 თებერვალს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება ენი არსენიძისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები და მისივე აღზრდილი თაობა მიიღებს მონაწილეობას. იქ სადაც მან ჩემი პირველი, “3 ტენორის” კონცერტი წაიყვანა საქართველოდან ჩემი გამგზავრების შემდეგ!!!

მიყვარხარ და მენატრები მუდამ!!!

შენ, სანამ მე ვიქნები ამ ქვეყანაზე არასოდეს გარდაიცვლები! გილოცავ ჩემო გულო და სულო დაბადების დღეს!!! ეს პირველი სურპრიზი დანარჩენი ახლო მომავალში!!!

P. S. შენ ზუსტად იცოდი ჩემი ყველა იმ წარმატების მომავალი, რომელიც დღეს სამწუხაროდ შენს გარეშე ხდება ჩემს ცხოვრებაში!!!

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...