Home » მთავარი » დასხმულმა ნივთიერებამ დარბაზში სუნი გამოიწვია, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

დასხმულმა ნივთიერებამ დარბაზში სუნი გამოიწვია, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება დარბაზში დაასხა. ამის გამო, კობახიძემ შესვენების გამოცხადება მოითხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტექნიკური შესვენება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გამოცხადდა.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გიორგი გაჩეჩილაძემ კი მომხდარს “ტერორისტული აქტი” უწოდა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

აღნიშნულმა ნივთიერებამ დარბაზში სუნი გამოიწვია და იმის გამო რომ არ იციან რა ნივთიერებაა და რა მოქმედება შეიძლება ჰქონდეს მას ადამიანის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოების მიზნით გამოცხადდა შესვენება.

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...