Home » მთავარი » ჟურნალისტთა ეტიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარზე

ჟურნალისტთა ეტიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარზე

მარიამ ახალკაცი 

ჟურნალისტთა ეთიკიკის ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების ნაწილი იურიდიული კომიტეტის დარბაზიდან ძალის უხეში გამოყენებით გამოაძევეს. ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს.

“დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება”, — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...