Home » მთავარი » შოთა დიღმელაშვილი პარლამენტში გაშვებულ ნივთიერებაზე განცხადებას აკეთებს

შოთა დიღმელაშვილი პარლამენტში გაშვებულ ნივთიერებაზე განცხადებას აკეთებს

მარიამ ახალკაცი

მოძრაობა #სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში გაშვებული ნივთიერება, რომელმაც სპეციფიკური სუნი დააყენა, არც ქიმიური და არც მომწამვლელია.

“ჩვენ არც საშვი გვაქვს, არც საშვით არ გიშვებენ, ანუ აღმასრულებელი ჩვენგან არ ყოფილა. ნივთიერების სახელი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავიგებ”, — აღნიშნა დიღმელაშვილმა.

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზში სპეციფიური სუნის გამო შესვენება გამოცხადდა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობდნენ, რომ ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა უცნობი ნივთიერება დაასხა. სუნის გამო ცუდად გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. პარლამენტში გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...