Home » მთავარი » ,,ხელით ვერ მივწვდი წიხლი დავარტყვი” აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი

,,ხელით ვერ მივწვდი წიხლი დავარტყვი” აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი

მარიამ ახალკაცი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი (დაჩი) ბერაია აცხადებს, რომ მასსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ, რომან გოცირიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

“ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი”, — აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

როგორც ის ამტკიცებს, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

“მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ მე მივიღე შეურაცხყოფა. მივუთითე მას მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლა კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-თქო. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი, ისევ მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდგომ ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით ბუნებრივი, თუმცა ისევ ბოდიშს ვიხდი”.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...