Home » მთავარი » აშშ-სთან სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს

აშშ-სთან სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს

მარიამ ახალკაცი

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.

„არმიჰოლში“ გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს.

„აშშ–სთან ძლიერ და მდგრად სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვავითარებთ ჩვენს თავდაცვის ძალებს და მივიწევთ წინ ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გამორჩეული მხარდაჭერისთვის , ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გენერალი ტომას კარდენი უწყებრივი მედლით „თეთრი გიორგი“ დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სერტიფიკატები უფროს სერჟანტ როი მარჩერტის, ვიცე-პოლკოვნიკ კოლინ ტომპსონს და მაიორ ქუინთინ თოჯლისს გადასცა.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...