Home » მთავარი » ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს.

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატმრობაში დატოვა.

დე ფაქტო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.

საქმეს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩება

 

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...