Home » მთავარი » ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე თბილისიდან ოკუპაციის ხაზამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მსვლელობას უერთდება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე თბილისიდან ოკუპაციის ხაზამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მსვლელობას უერთდება

მარიამ ახალკაცი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხეში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, ის დაესწრება ხვალ, 15 დეკემბერს რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ ოჯახის წევრთა მსვლელობას.

“მე სამოქალაქო აქტივისტი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ვერ გახლავართ. უფრო სხვა ფლანგიდან ვცდილობ ჩვენი ქვეყნის შენებაში უმცირესი წვლილის შეტანას და გარე ყრილობებსაც უიშვიათესად თუ ვუერთდები, მაგრამ ხვალ, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ გამართულ ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას აუცილებლად დავესწრები”, — აცხადებს კეკელიძე.

ის ამ მსვლელობაში მონაწილეობას ხუთი მიზეზით ხსნის:

  1. ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ “გვიფასებს” და “სასამართლომ” გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: “ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი”;
  2. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება;
  3. მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ — თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ;
  4. ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება;
  5. ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით.
Facebook Comments
x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, ...