Home » მთავარი » მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქით გავრცელებულ სტატუსს

http://www.gmtv.ge/68691-2/

“ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და მისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს.

-ყველამ, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ ამ გაუგებრობა კუხიანიძეს შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის უფლება_ მოსილება. დიდი იმედი არაა, რომ ამას შედეგი მოყვება, იმ ქუთაისის საკრებულოს წევრი ქალბატონის შემყურეს, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს სიკვდილით, რომ ზეიმობდა, მაგრამ ეს ერთგვარი მცირე თანადგომა იქნება ექიმი გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის მიმართ. ძალიან გასაკვირია, მაგრამ დღევანდელობის ეს გმირი კაციც ქოცების და მათი ტროლების ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლნი გახდნენ. ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება კაცმა პრინციპებს და სამშობლოს თავი შესწიროს და ჭორაობენ. ეს სუბიექტი_ კუხიანიძე, თეთრიწყაროს გამგებლის ყოფილი მოადგილეა და როგორც გავიგე, იქაც ,,გმირული” საქმეებით ყოფილა ცნობილი. ეტყობა კიდეც ბედნიერ სახეზე კაი ჭამა- სმის კვალი. მორალური პასუხუსმგებლობა უნდა დააკისროს საზოგადოებამ ასეთებს, რომ მთლიანად არ წაგვიშალონ და დაგვიქციონ ღირებულებები. გაფრინდაშვილზე რომ ასეთ სიბინძურეს იტყვის, ის ქვეყანას და საზოგადოებას არაფრით გამოადგება, საკუთარი თბილი სკამისთვის ყველაფერს იკადრებს. საინტერესო იქნება კალაძის ტყემალაძის დქ ზოგადად ,,ქართული ოცნების” შეფასება ამ უმსგავსობაზე.

თუ არ გაემიჯნებიან, ეს ნიშნავს, რომ იზიარებენ ამ უგვანო განცხადების შინაარს, რომელიც, ძალიან ძალიან სამარცხვინოა. სხვათაშორის ეს ბატონო გამორჩევა აგრესიულობით. აგინებს და ლანძღავს ყველას, ვინც მისი კომფორტისთვის მიუღებელია და ამით ცდილობს თავი მოაწონოს პატრონს. ასეთები თავად მათი პატრონებისთვისაც საშიშნი არიან. “

Facebook Comments
x

Check Also

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი…”

დავოსში საქაქრთველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს ...