Home » მთავარი » “ოკუპანტების ეს მოქმედება მსოფლიოს ვერც ერთ წერტილში ვერასდროს ვერ იპოვის მხარდაჭერას!”

“ოკუპანტების ეს მოქმედება მსოფლიოს ვერც ერთ წერტილში ვერასდროს ვერ იპოვის მხარდაჭერას!”

დღეს ჩატარდა ვაჟა ექიმისადმი სოლიდარობის გამომხატველი მნიშვნელოვანი აქცია, ორგანიზატორი იყო ოჯახი .

აქციაზე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს დეპუტატითამარ ტალიაშვილი. GMTV დაპუტატს ესაუბრა.

-დღეს მე აქ ვიმყოფები როგორც საკრებულოსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელი და როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის თანამემამულე. ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ხაზთან გაერთიანებული ერთი მიზნით, რომ ჩვენი საამაყო ექიმი გათავისუფლდეს.ამ მიზნის გარშემოა კონცენტრირებული როგორც საზოგადოება ისე ხელისუფლება. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს და გამომეხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა.

ოჯახის შემართება და სულის სიმტკიცე სამაგალითოა! აქ არ არის დრო გარკვეული პოლიტიკური განცხადებების, მითუმეტეს პოლიტიკური სპეკულაციების, პირიქით ეს არის დრო გაერთიანების ერთი მიზნის გარშემო. ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, ყველა გზებით და ხერხებით, რომ რაც შეუძლება მოკლე დროში დაუბრუნდეს ექიმი თავის ოჯახს.

მე, როგორც ევრო საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, მინდა დავაფიქსირო ჩემი ევროპელი კოლეგების ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ექიმის ეს უკანონო პატიმრობა არის აბსოლუტურად ამაზრზენი, შემაფოთებელი მდგომარეობა, ოკუპანტების ეს მოქმედება მსოფლიოს ვერც ერთ წერტილში ვერასდროს ვერ იპოვის მხარდაჭერას, ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული, დაუბრუნდეს ოჯახს, საზოგადოებას-გვითხრა ტალიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...