Home » მთავარი » რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს

მარიამ ახალკაცი

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს. რადიო თავისუფლება წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 96 წლის გორა ღარიბაშვილი, რომელიც სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

“დღეს მაღაზიაში ჩამოვედი პურზე და იქა თქვეს, გორა ღარიბაშვილი დააკავესო. ახალგორისკენ ჩემი წინაპრების ნახვა მინდაო, იქ უნდა მოვკვდე, იქ უნდა დავიმარხოო, ჩემი დედ-მამა სადაც არისო”, — ამბობს ადგილობრივი ვახტანგ პაპუაშვილი მთავარ არხთან საუბარში.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...