Home » მთავარი » პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კომენტარი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კომენტარი

მარიამ ახალკაცი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს. ამის შესახებ მან ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე საუბრისას განაცხადა:

“ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი”.

გახარიას თქმით, ისინი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების კრიტიკას სამუშაო რეჟიმში იღებენ და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

“არსებობს გარკვეული შეკითხვები ჩვენ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ. ეს არის პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობის ნაწილი”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აქამდე არ გვქონია და ევროინტეგრაციის პროცესშიც მნიშვნელოვანი წინსვლაა:

“რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი პარტნიორები მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალური და ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი სახის დისკუსიაზე”.

Facebook Comments
x

Check Also

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ...