Home » მთავარი » RSF- ის ცნობით, 2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს

RSF- ის ცნობით, 2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს

გვანცა გუგულაშვილი

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიური კვლევის თანახმად, 2019 წელს მსოფლიოში 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389_ს კი თავისუფლება შეუზღუდეს. 57 მძევლად აყვანილი ჟურნალისტი დღემდე ტყვეობაში რჩება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტის პროფესია საფრთხის შემცველია, თუმცა სტატისტიკის თანახმად 2019 წელს მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა, ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

მოკლული ჟურნალისტების ყველაზე დიდი რაოდენობა კონფლიქტის ზონებში აღინიშნება. საომარ მოქმედებებს სირიაში, ავღანეთსა და იემენში 17 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...