Home » მთავარი » ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების საბჭოს პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების საბჭოს პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს.

პეტრიაშვილი ევროპის პროფკავშირების ლიდერად ავსტრიის, ბელგიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ლატვიის და ინგლისის პროფკავშირების წარდგინებით აირჩიეს. ასამბლეაზე საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს 2020-2024 წლების პოლიტიკა  განსაზღვრეს და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს მეოთხე გენერალურ ასამბლეაში 45 ქვეყნიდან ასამდე დელეგატი მონაწილეობდა. პეტრიაშვილს მხარი დელეგატთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა. ის ამ თანამდებობაზე უკვე მეორედ 4 წლის ვადით აირჩიეს.

ასამბლეა ირაკლი პეტრიაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სიტყვებით გახსნა და ტყვეობაში მყოფ ექიმს, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...