Home » მთავარი » არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის რიცხვი იზრდება! სტატისტიკა საქართველოში

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის რიცხვი იზრდება! სტატისტიკა საქართველოში

2019 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოში, 10-მა არასრულწლოვანმა მოიკლა თავი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 6 დაღუპული გოგონა იყო, ხოლო 4 ვაჟი.

ასაკი სქესი რეგიონი

18 წლის, მამრობითი, თბილისი

15 წლის, მდედრობითი, თბილისი

14 წლის, მდედრობითი, თბილისი

17 წლის, მდედრობითი, შიდა ქართლი

18 წლის, მამრობითი, ქვემო ქართლი

​16 წლის, მდედრობითი, ქვემო ქართლი

16 წლის, მდედრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

15 წლის, მამრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

18 წლის, მდედრობითი, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

17 წლის, მამრობითი, კახეთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ ამავე პერიოდში, 30 წლამდე ასაკის 51-მა მოქალაქემ მოიკლა თავი.

მონაცემების ბოლოს მითითებულია, რომ “სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ მონაცემები დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ 6 თვეში, თავი მოიკლა ან თვითმკვლელობა სცადა საქართველოს 425-მა მოქალაქემ, მათგან 197 დაიღუპა.

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...