Home » მთავარი » ბოტები, ხატი და თავსაბურავი — ჟურნალისტებმა დიდ პრესკონფერენციაზე პუტინს საჩუქრები აჩუქეს

ბოტები, ხატი და თავსაბურავი — ჟურნალისტებმა დიდ პრესკონფერენციაზე პუტინს საჩუქრები აჩუქეს

მარიამ ახალკაცი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციას მართავს. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში თითქმის 1,9 ათასი ჟურნალისტი მივიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მათმა ნაწილმა რუსეთის პრეზიდენტს საჩუქრები მიუტანა.

მორდოვიიდან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსული ტრადიციული ბოტები აჩუქა. მას სურს, რომ პრეზიდენტს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე დაუსვას კითხვა. ჟურნალისტმა ბულგარეთიდან კი პუტინს სლავი ხალხის მფარველის ხატი ჩაუტანა.

პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ჟურნალისტები პუტინის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ. მათი კითხვა დეპრესიის დაძლევას ეხება, ხოლო ყურადღების მიქცევას სიმღერით აპირებენ. ამასთანავე, პუტინს მისი გამოსახულებიანი თავსაბურავიც აჩუქეს

Facebook Comments
x

Check Also

ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად უკვე მესამედ დასახელდა. საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ...