Home » მთავარი » თალაკვაძის თქმით, ფსიქოლოგიაში არსებობს „ქოფიქეთის“ ფენომენიც, ვერტერის სინდრომი, როცა სუიციდის ფაქტების ამ ტიპის პოპულარიზაციით, სხვა მოზარდებიც იმეორებენ ქცევას

თალაკვაძის თქმით, ფსიქოლოგიაში არსებობს „ქოფიქეთის“ ფენომენიც, ვერტერის სინდრომი, როცა სუიციდის ფაქტების ამ ტიპის პოპულარიზაციით, სხვა მოზარდებიც იმეორებენ ქცევას

მარიამ ახალკაცი

არჩილ თალაკვაძე განცხადებას აკეთებს მომხდართან დაკავშირებით:

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს, ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ფაქტობრივად, ამით ჩვენ ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებასთან მიმართებით. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს, ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი, ვეუბნებით, რომ ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, ოპტიმიზმის ადგილი არ არის და მათი ადგილიც არ არის. ეს არის არასწორი გზავნილი ცალსახად და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

თალაკვაძის თქმით, ფსიქოლოგიაში არსებობს „ქოფიქეთის“ ფენომენიც, ვერტერის სინდრომი, როცა სუიციდის ფაქტების ამ ტიპის პოპულარიზაციით, სხვა მოზარდებიც იმეორებენ ქცევას: “გთხოვთ, გავაკეთოთ პირიქით, გავაკეთოთ მეტი იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ. მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, როგორია უკეთესი საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა და ყველას შვილებმა ამ ქვეყანაში, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ, უფრო პოზიტიურ გარემოში“.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

Facebook Comments
x

Check Also

გვაქვს სრული მზადყოფნა ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს

ირაკლი სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს ...