Home » მთავარი » გამომძიებელ ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

გამომძიებელ ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სასამართლოზე წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაკავებულის ბრალელობას ადასტურებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა.

მისივე თქმით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთება დამატებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს, განურჩევლად ბრალდებულის რანგისა.

პროკურორის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ასევე გაიზარდოს დაზარალებულთა რაოდენობა.

Facebook Comments
x

Check Also

ბელარუსში უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებია

ბელარუსში უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მიმდინარე საპროტესტო ...