Home » მთავარი » პოლიციამ ქუთაისში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ერთი პირი დააკავა.

პოლიციამ ქუთაისში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ერთი პირი დააკავა.

მარიამ ახალკაცი

პოლიციამ ქუთაისში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ერთი პირი დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ.

დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალი 2018 წლის 4 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა.

5 ოქტომბერს კი, მ.ზ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ასევე დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, “ტტ”-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 1974 წელს დაბადებული გ.ს მოკლა.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments