Home » მთავარი » საქართველო გზაგასაყარზე – ამ სათაურით სტატიას “ვაშინგტონ თაიმსი” აქვეყნებს
The three-dimensional word "news"

საქართველო გზაგასაყარზე – ამ სათაურით სტატიას “ვაშინგტონ თაიმსი” აქვეყნებს

მარიამ ახალაკაცი

საქართველო გზაგასაყარზე – ამ სათაურით სტატიას “ვაშინგტონ თაიმსი” აქვეყნებს. სტატიის ავტორი ამერიკელი დიპლომატი ადამ ერელია.

ავტორი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

“საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა მოხდა, მას შემდეგ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით,” – წერს ადამ ერელი.

მისივე განცხადებით, მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა დადო, თუმცა არ შეასრულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ავტორის აზრით, საქართველოში დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესია

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...