Home » მთავარი » აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

მარიამ ახალკაცი

სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი წარწერით — “gauqmebulia – gauqmebulia” მიიტანეს და სამგლოვიარო მუსიკაც ააჟღერეს. აქტივისტებემა ამ ფორმით ფეისბუქის მიერ გამოვლენილი და გაუქმებული ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ფაქტს გამოეხმაურნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქართული ოცნების წევრებს “უსამძიმრებენ”, რადგან ქვეყანას “ტროლებით და ბოტებით მართავდნენ”.

20 დეკემბერს სოციალური მედიის გიგანტმა ფეისბუქმა 396 გვერდი და ჯგუფი და ათეულობით ყალბი ანგარიში წაშალა. ამის მიზეზად დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელება დასახელდა, რომლის კვალმა ფეისბუქის მკვლევარები მმართველ პარტიამდე, ქართულ ოცნებამდე მიიყვანა.

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...