Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროთა დღე დაწესდება

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროთა დღე დაწესდება

მარიამ ახალკაცი

ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის” ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

“ჩვენ ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჩემი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დანამატების ბიუჯეტი გაოთხმაგდება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის ინიციატივით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების დღის დაწესების გარდა, მათ პატივსაცემად ცნობიერების ასამაღლებელი კვირეულიც მოეწყობა.

Facebook Comments
x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...